Posted by: gela_jvania | May 12, 2010

axtalis monasteri

ეპისკოპოსი კირიონ II საძაგლიშვილი           გაზიარება

გელა ჟვანია

ახტალის მონასტერი

კირიონ 2-ს, ახტალის მონასტრის აღწერილობა დაწერილია 20 საუკუნის დასაწყისში. ეს ის პერიოდია როცა საქართველო არ წარმოადგენდა სახელმწიფოს. ის გუბრნიებად იყო დაყოფილი. რუსეთის მეფისნაცვალი კი თბილისში იჯდა. ამ შრომაში დეტალურადაა აღწერილი ახტალის მონასტრის მიდამოები, მონასტრის საკულტო ნაგებობები,შიდა ინტერიერი, ფრესკები,ლაპიდარული და ფრესკული დამწერლობის ნიმუშები და სხვა მრავალი. კირიონის აღწერილობის მიხედვით ტაძარში, კედლის მხატვრობაზე დაფიქსირებულია როგორც ქართული სკოლის მხატვრობის ნიმუშები, ისე ბიზანტიური ფრესკები და დამწერლობის ნიმუშები. ამვე დროს კანკელი მთლიანად რუსულ ყაიდაზეა მოწყობილი, ბუნებრივია ხატებიც რუსული სამხატვრო სკოლის მიერ არის შესრულებული. ვიზუალურად ტაძარი ქრისტიანულია და სამ ეკლესიას შორის კამათის საფუძველს იძლევა. ესენია:, საქართველო, საბერძნეთი და სომხეთის სამოციქულო ეკლესიები. რუსეთის ეკლესია კი აღნიშნულ მონასტერს თავის საკუთრებად თვლიდა. რუსეთის იმპერიული პოლიტიკა ცნობილია დაპყრობილი ქვეყნებისათვის. მათმა ვერაგულმა პოლიტიკამ კი 2 საუკუნით უკან დასწია ქართველი ერის აღმავლობა. ჩნდება კითხვა, რატომ არ არის ქართული დამწერლობა ამოკვეთილი ტაძრის გარეთა კედლებზე?/ რატომ არ აღწერს კირიონი სომხური კულტურის ნაშთებს, თუ იქ მას ეს არ აღმოუჩენია?/ რატომ არ იმოწმებს სომეხ ისტორიკოსება და სპეციალისტებს?/
ომარ ხანის გამანადგურებელი 1784 წლის შემოსევის შემდეგ ერეკლე 2-მ გადაწყვიტა ახტალის ტერიტორიაზე დაესახლებინა ბერძნები. 1802 წელს რუსეთის ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ახტალის მონასტერი საბერძნეთის სამოციქულო ეკლესიის ცენტრი გახდა კავკასიაში. იმპერატორის აკადემიის წევრს და არქიტექტურის პროფესორ გრიმს ახტალის სავანე მიაჩნდა ბერძნული ეკლესიის საკუთრებად.
ისტორიკოს ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით ახტალის ტაძარი აშენებულია ვახტანგ გორგასალის (446-499წწ) დროს. ა. მურავიოვიც ეყრდნობა ხალხურ გადმოცემებს და მას ახტალის ტაძარს თამარის ეპოქას(1184-1213წწ) მიაკუთვნებს.
ეტყობა იმ დროს სომხებს არ ჰქონდათ პრეტენზია ახტალის მონასტერზე. ამდაგვარი რამ რომ ყოფილიყო კირიონს ამის შესახებ ექნებოდა უეჭველად აღნიშნული და ფაქტებიც მოხმობილი. ამჟამად კი ახტალის მიწა-წყალი სომხეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს და მათ საკუთრებას წარმოადგენს.
დღემდე ეს საკითხი სადავო და პოლემიკის სფეროს განეკუთვნება. ჩვენი საგარეო პოლიტიკა კი ამ კუთხით ძალიან მოიკოჭლებს, მაგრამ იმედი მრჩება რომ მოვა ახალი განათლებული და ენერგიული თაობა და წარსულში დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებს.

დ ა ს კ ვ ნ ა

კირიონმა, წმინდად თავის შრომაში რენდგენის თვალით აღწერა ახტალის მონასტერი და ამით მან შექმნა დოკუმენტური მასალა მომავალი მეცნიერ მკვლევარებისათვის. ამ კუთხით სამუშაო ბევრია და აუცილებელია ამ სადავო საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ იქნას სამეცნიერო რესურსები და ობიექტურობის პრინციპები. მე მჯერა, სამართლიანობის აღდგენის დადგენა მოითხოვს სამართლიან, დამოკიდებულებას ყველგან და ყოველთვის. ამავე დროს სამართლიანობა დაცვასაც ითვალისწინებს. ეს კი თითოეულ ჩვენთქაგანზეა დამოკიდებული.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: