Posted by: gela_jvania | May 12, 2010

ilia chavchavadze

ილია ჭავჭავაძე – ქვათა ღაღადი           გაზიარება

გელა ჟვანია

ილია ჭავჭავაძის ეს მონოლითური მონოგრაფია, რომელიც საქართველოს წარსულის საფუძვლიანი შესწავლის და საქრთველოს სიდიადის გამომზეურების ერთი მცდელობაა. ავტორმა ამ შრომით რუსეთის იმპერიის სივრცეში ქართველი ერის დიადი წარსული და ღირსეული მემკვიდრეობა წარმოაჩინა, ხოლო ავის მოშურნეებს და სხვისი პურის მჭამელ ერს ყოველგვარი იმედი და ამაო დამჩემებლობაზე ხელი ააღებინა. ავტორი, ძალიან კორექტული და ობიექტურია საუბრის მანერით და როცა ვაი მეცნიერებს ძირფესვიანად, ამომწურავად, წარმოუჩენს სინამდვილეს, ის მხოლოდ მეცნიერებს თათხავს და არა მთელ ერს. არავის უკარგავს იმას რაც მათია და მათი კულტურული მემკვიდრეობის შედეგია. ტონი დარბაისლური და დინჯია, მეცნიერული, ამა თუ იმ საკამათო აზრის გამოთქმისას ფრთხილია და არავის უტოვებს გაღიზიანების საბაბს.
ავტორის აზრით სომეხ მეცნიერთა ასეთი ამბიციური “დიდი სომხეთის”სიდიადის წარმოსაჩენად და სხვა ერების დასაკნინებლად მიმდინარეობდა მთელი 19 საუკუნის განმავლობაში და ისინი ყოველ ღონეს ხმარობდნენ დაემტკიცებინათ განათლებული ერებისათვის სომხეთის დიდი ღვაწლი კაცობრიობის წინაშე, სამწუხაროდ და სამარცხვინოდ ახერხებდნენ კიდევაც ოღონდ ყველა საზიზღარი და არა ჰუმანური გზებით.
ილია ძირფესვიანად გასცნობია იმ დროის პრესას და სამეცნიერო ლიტერატურას, მას მთელი რიგი ავტორები მოყავს ციტირებისას, ეს მის მაღალ ინტელექტზე მეტყველებს და წარმოაჩენს ავტორის მეცნიერულ მხარეს. მან მარტო ამ პოლემიკური ძეგლით უკვდავყო საკუთარი სამშობლო და საკუთარი პერსონა. სხვა რომ არაფერი შეექმნა ილიას, მარტო ეს ძეგლი იქნებოდა საკმარისი მის უკვდავსაყოფად.
მონოგრაფია დაწერილია 19 საუკუნის მიწურულს, როცა მატრიალიზმისა და ათეიზმის ძლიერი ტალღები აზანზარებდა სახელმწიფოებს. სწორედ კლასიკოსთა თხზულებებზე აღზრდილებმა გააცნობიერეს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და აუცილებლობა და მიაღწიეს კიდევაც დიდი შრომის ფასად…

http://lib.ge/body_text.php?6148


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: