Posted by: gela_jvania | May 12, 2010

tashiris eparqia

ტაშირის ეპარქია           გაზიარება

გელა ჟვანია

ა.წ. 6 თებერვალს შედგა წმინდა სინოდის სხდომა. კრების მდივანი იყო მთ. ეპ. საბა(გიგიბერია). კრებაზე გამოტანილი იყო ხუთი საკითხი და მიიღეს შესაბამისი დადგენილებები. კრების საკითხები შემდეგი იყო:
1.წმ. სინოდი მიესალმა მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილებას, სადაც ს.ს.კ.პ. ილია 2 აირჩიეს “ქრისტიანული თეოლოგიის, რელიგიის ისტორიის კომისიის შემსწავლელი საკითხების თავმჯდომარედ.
2.განიხილეს მღვდელმოქმედება აკრძალულ სასულიერო პირთა ქმედებები. მოხსენება წაიკითხა მთ. ეპ. თეოდორემ(ჭუაძე).
3.იმსჯელეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით.
4.მიტრ. დანიელმა(დათუაშვილი) წაიკითხა მოხსენება ცხუმ აფხაზეთის საეკლესიო პრობლემების შესახებ.
5.მიტრ. ანანიამ(ჯაფარიძე) და ეპ. ზენონმა(იარაჯული) კრებას წარუდგინეს პროექტი ტაშირის ისტორიული ეპარქიის აღდგენის აუცილებლობის შესახებ.
სწორედ ტაშირის ეპარქიის აღდგენას მოყვა სსე გამოხმაურება და მთელი რიგი ბრალდებები წაუყენეს სსაე. სსე-მ საკმაოდ დამაჯერებელი და სამართლიანი პასუხი გასცა წმინდა სინოდის დადგენილებას და მას არა მართებული გადაწყვეტილება უწოდა.
აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის, დირექტორის მოადგილემ და სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პავლე ჩობანიანმა ჩამოთვალა სსაე არა სამართლიანი ქმედებები, რომელსაც პერმანენტულად ახორციელებს საქართველოს საპატრიარქოს აპარატი, საქართველოში არსებული სომხეთის ეპარქიის სკულტო ნაგებობების დასაკუთრების მიზნით. ჩობანიანის გამოკვლევით სსაე ცოდვები შემდეგია:1. თბილისში არსებული 29 სომხური ტაძრიდან საქართველოს საპატრიარქომ მიითვისა 27 ტაძარი. 2. ადგილი აქვს სომხურენოვანი საფლავის ქვების გადაყრას და მათ ადგილას ქართულენოვანი საფლავის ქვების დადებას. 3.მ.ტარიელის(სიკინჭალაშვილი) ბრძანებით ნორაშენის ეკლესიაში ფრესკების ჩამოფხეკა და განადგურება. ეს ქმედება კი ვანდალიზმის კლასიკური გამოვლინებაა. ჩობანიანის მტკიცებულებით ეს მაგალითები მცირედი ჩამონათვალია მრავალთა შორის, რომელსაც ახორციელებს საქართველოს საპატრიარქო.
ტაშირის რაიონი, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ სომხეთში და დმანისის სამხრეთით, ოდითგანვე დავის საგანს წარმოადგენდა სომხეთსა და საქართველოს შორის. ვახუშტი ბატონიშვილს აღწერილი აქვს ტაშირის გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნება, ფლორა და ფაუნა. მაგრამ ეს სულაც არ იძლევა იმის საბაბს, რომ იქ შექმნილიყო ტაშირის ეპარქია, სადაც თურმე ქართული მოსახლეობა არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს ჩობანიანი. ქართველი ისტორიკოსის თქმით კი ტაშირში არის ქართული დიასპორა. დასკვნა მარტივია:”ორივე მხარე თავისკენ ექაჩება თოკს”. სამართლიანობის დადგენა კი ძალიან ჭირს არა ობიექტურობის და მიკერძოებულობის გამო.
სომეხ ისტორიკოსთა აზრით ტაშირში ისტორიულად არასდროს არ ყოფილა ქართული მოსახლეობა. იქ მუდამ სახლობდნენო სომხები. ერთი პერიოდი პოლიტიკური მიზეზების გამო სომხები მართმადიდებლები გახდნენო, ისიც ბერძნული ეკლესიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენო.
ისე ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია წმ. სინოდის გადაწყვეტილებები სხვის ტერიტორიაზე ეპარქიების აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენში სამისიონერო სკოლა ჩამკვდარია და ამ მხრივ ახლოსაც ვერ დავდგებით რომის ეკლესიის სამისიონერო სკოლასთან. ჩემი აზრით, ჩვენ Qქართველები არსებულ ტერიტორიებზე ვერ ვახორციელებთ საკუთარ იურისდიქციას, როგორიცა აფხაზეთი და სამაჩაბლოს ისტორიული კუთხეები. ამის ფონზე კი ახალი ეპარქიების აღდგენაზე ვზრუნავთ და უფრო ვამძაფრებთ მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობებს. ასეთი ქმედებებით შეიძლება ომიც კი გაჩაღდეს. ამას კი მოყვა უარყოფითი რეაქციები თურქეთისა და სომხეთის მხრიდან. სომხეთს თავის ტერიტორიაზე ქართული ეპარქია აღვუდგინეთ. თურქეთს კი ლაზეთისა და ტაო-კლარჯეთისა. ეს დადგენილებები არცერთი არ განხორციელდება, უბრალოდ დარჩება, თეთრ ქაღალდზე ლურჯ ფონად. ან რას ნიშნავს დასავლეთ ევროპის ეპარქიის დაარსება? რა ამბიციურად ჟღერს. იმპერიული მიდგომები ნებისმიერი ერის პოტენციაში დევს. ქაერთველებში ხომ საერთოდ კულმინაციას აღწევს. დავუშვათ და ქართულმა სახელმწიფომ სამხედრო და პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია. უმალ დაიწყებს მეზობელი სახელმწიფოების დაპყრობას და დამორჩილებას და თავს მოახვევს თავის ენას და კულტურას. ეს ფაქტები ისტორიულად დადასტურებულია. როცა ერი ძლიერების ზენიტზეა ის ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად იქცევა. ეს არის ერთგვარი საკაცობრიო ამბიციური გამოუსწორებელი სენი.
უმჯობესი იქნებოდა საქრთველოს ეკლესიას დაეწყო ცივილური მეთოდებით მოეგვარებინა ეს პრობლემური საკითხები. მოეწვია ორივე მხარის, მეცნიერები,ისტორიკოსები და ყველა დარგის სპეციალისტი, რომლებიც დაადგენდნენ ნამდვილ რეალობას და შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება. ყველასათვის ცნობილია, რომ ქართველები უცხო კომფესიის წარმომადგენლებს ართმევენ საკულტო ნაგებობებს ან სამარცხვინოდ ავიწროებენ მათ. მაგალითისთვის საკმარისია რომისა და სომხეთის საკულტო ნაგებობების მითვისების სამარცხვინო მაგალითები. ქრისტიანული მრწამსის მიხედვით ღმერთი არის სიმართლე და სამართლიანი მსაჯული. ჩვენ კი რას ვხედავთ სასულიეროთა მხრიდან: უსამართლობას, არაობიექტურობას და ვანდალურ ქმედებებსაც კი. და მათი ასეთი საქციელი უფრო ათეიზმის გამოხატულებაა ვიდრე რელიგიურობისა.

დასკვნა

”სამართლიანობა სამართლიანობას შობს, უსამართლობა კი უსამართლობას”. მე, არ მქონდა შესაძლებლობა სიღრმისეულად შემესწავლა ტაშირის ტერიტორიის სადავო საკითხები და არც სომხურ წყაროებზე მიმიწვდებოდა ხელი. ეს მონოგრაფია უფრო ზედაპირულია, ვიდრე მეცნიერული კვლევის შედეგი. აქედან გამომდინარე ავტორს არა აქვს პრეტენზია ფლობდეს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

http://lib.ge/body_text.php?6147


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: