Posted by: gela_jvania | May 14, 2010

uiliam sheqspiri

                                     (სონეტი XLVI)

ჩემს არსებაში, რახანია, ბრძოლა გახელდა _
გული და თვალი ვერ იყოფენ შენს სილამაზეს;
გული თვალებში თავის გრძნობას აღარ ამხელს და
თვალებმა გულთან მისასვლელი კარი ჩარაზეს.

გული მოგძახის _ `ჩემი ხარო~ _ და არ სწადია
მისი საუნჯე ფლანგოს თვალმა ბროლის წვეთებად,
თვალსაც, შენს გარდა, სხვა არავინ არ აბადია
და რა ქნას, გულს თუ მტაცებლურად არ ეკვეთება?

და ამიტომაც მათს მსაჯულად ვიხმე გონება
და, როგორც ძველმა მოითხოვა წესმა და რჯულმა,
გაუნაწილდათ მოდავეებს მთელი ქონება _
თვალს ერთი ერგო, მეორე კი მიიღო გულმა:

ნება მიეცა შენს სიტურფეს უმზერდეს თვალი,
გულმა კი შენი გულისაკენ გაიგნოს კვალი.

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: