Posted by: gela_jvania | November 3, 2010

“მოწყალე სამარიტელი”

“მოწყალე სამარიტელი”
აჰა ერთი რჯულის მცოდნე წამოდგა და გამოსაცდელად თქვა:
“რა უნდა გავაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?”
მან უთხრა მას: “რჯულში როგორ სწერია? შენ როგორ კითხულობ?” მან
მიუგო და უთხრა: “შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით,
მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და
მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.” უთხრა მას: “სწორად მიპასუხე. ეგრე
მოიქეცი და იცოცხლებ.” მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და უთხრა
იესოს: “ვინ არის ჩემი მოყვასი?” უპასუხა იესომ და უთხრა:
“ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხოს და დაესხნენ
ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალ-მკვდარი
მიატოვეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და
გვერდი აუქცია. ასევე ლევიანმა (დიაკონი) ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა
და გვერდი აუქცია. მერე ვიღაც სამარიელმა (წარმართი) გამოიარა,
დაინახა და შეიცოდა. მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო
დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე.
მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა:
იზრუნე მასზე და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო.
რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის
მოყვასი?” მან თქვა: “რომელმაც წყალობა უყო მას.” უთხრა მას იესომ:
“წადი და შენც ასევე მოიქეცი.”(ლუკა. X.25-37).


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: